USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ლოიდ ოსტინი სერგეი შოიგუს ტელეფონით პირველად ესაუბრა და „მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი“
თარიღი:  727

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუს კოლეგა სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების წინა სატელეფონო საუბარი 18 თებერვალს შედგა.

„ლოიდ ოსტინმა მოუწოდა რუს კოლეგას უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და ხაზი გაუსვა კომუნიკაციის არხების შენარჩუნების მნიშვნელობას“, - აღნიშნულია პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის