USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
უკრაინას ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირიც სთავაზობს
Date:  720

ევროკავშირი უკრაინას სთავაზობს „ურთიერთმომგებიან შეთანხმებას“ სასარგებლო წიაღისეულის შესახებ.

როგორც გამოცემა „ფიგარო“ და სააგენტო „ფრანს პრესი“ წერენ, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს წინადადება გააცნო ევროკომისარმა სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში სტეფან სეჟურნემ, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენთან ერთად 24 თებერვალს, ომის დაწყების სამი წლისთავზე კიევში იმყოფებოდა.

სეჟურნეს განცხადებით, უკრაინას შეუძლია ურთიერთმომგებიანი პარტნიორობის საფუძველზე ევროპას მისცეს მისთვის საჭირო, კრიტიკულად მნიშვნელოვანი 30 მასალიდან 21.

ევროკომისრის თანახმად, შეთავაზება ღირებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ ევროკავშირი არასდროს მოითხოვს შეთანხმებას, რომელიც ურთიერთმომგებიანი არ იქნება.

24 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, ვაშინგტონში გეგმავს შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რათა ხელი მოაწერონ შეთანხმებას ბუნებრივი რესურსების შესახებ.

იმავე დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა შეერთებულ შტატებს შესთავაზა ერთობლივი მუშაობა იშვიათ მიწათა მეტალების სფეროში არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

წყარო: radiotavisupleba.ge

 

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way