USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
უკრაინამ ოდესაში რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
თარიღი:  872

რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოდესაში რუსეთის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსეთის გენერალურმა კონსულმა უკრაინის ტერიტორია 30 აპრილამდე უნდა დატოვოს.

26 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში უკრაინის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის