უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს დონბასში ვითარების გამწვავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს ინფორმაცია მივაწოდეთ დონბასში უსაფრთხოების ვითარების გამწვავებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინასთან საზღვარზე რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებაზე. ვაფასებთ პარტნიორების მხარდაჭერას და დარწმუნებულნი ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევა და რუსეთზე ზეწოლა საშუალებას მოგვცემს სამხედრო ზეწოლა შევაჩეროთ“, - ნათქვამია გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში.
1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა.
30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.