USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
უკრაინამ დღეიდან რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტა
თარიღი:  643

უკრაინამ დღეიდან რუსული გაზის ტრანზიტი საკუთარი ტერიტორიის გავლით შეწყვიტა. ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. გადაწყვეტილების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს ეცნობათ.

„ჩვენ შევაჩერეთ რუსული გაზის ტრანზიტი, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. რუსეთი ბაზრებს კარგავს, მას ფინანსური დანაკარგები ექნება. ევროპამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება უარი თქვას რუსულ გაზზე“, - განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის