USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
უკრაინა ახალი ომის საშიშროების წინაშე დგას
თარიღი:  598
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონტაქტის ხაზის სიახლოვეს ძალოვანების განლაგება დასრულდა.
 
ამ დროისათვის დონბასში მობილიზებულია 90 000 უკრაინელი ჯარისკაცი, 450 ტანკი (მათგან 120-მდე მოდერნიზებული T-64 Булат,T-72 და რამდენიმე ასეულის დონეზე T-80У), 250 რეაქტიული არტილერიის და საარტილერიო დანადგარი,8 შორმანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემა С-300B1 და რამდენიმე ათეული მობილური ჰსთ სისტემა,აგრეთვე კონტაქტის ხაზზე დაიწყო ლეგენდარული ,,Азов" პოლკის მებრძოლების განლაგება, განსაკუთრებით კი მათი სნაიპერული და სადაზვევრო სპეცჯგუფების.
 
გვიან ღამით აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონბასში შევიდა უკრაინული ტაქტიკური რაკეტების Точка-У რამდენიმე კოლონა.
მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის