USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
უცხოური მედია - „სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად დარჩა"
თარიღი:  448

უცხოურ მასმედიაში საკმაოდ ბევრი მასალაა გამოქვეყნებული საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მცდელობის შესახებ. ამ მხრივ ძირითადად ფრანგული მედია აქტიურობს.

ფრანგულენოვანი პუბლიკაციები უმეტესად საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ მიერ გავრცელებულ ორიგინალურ მასალას ემყარებიან. ასე, მაგალითად, ფრანგული გაზეთის „ლე მონდის“ (Le Monde) ვებ-გვერდზე სააგენტოს მასალა გამოქვეყნებულია სათაურით „საქართველოს პარლამენტმა პროდასავლელი პრეზიდენტის გადაყენება ვერ შეძლო“ (იხილეთ წყარო - https://www.lemonde.fr/international/article/2023/10/18/en-georgie-le-parti-au-pouvoir-echoue-a-destituer-la-presidente-pro-occidentale_6195231_3210.html), იგივე პუბლიკაცია დევს გაზეთ „ლე მატენის“ (Le Matin)  ვებ-გვერდზეც, რომელსაც თან ფოტოები ახლავს და ა.შ.

“ფრანს-პრესის” ინფორმაცია დევს პაკისტანის ინგლისურენოვან გაზეთ „ნიუს ინტერნეიშენელშიც“ (The News International) – იხ. წყარო: https://e.thenews.com.pk/karachi/19-10-2023/page11.

გერმანული პრესა ავრცელებს სააგენტო DPA-ს (Deutsche Presse-Agentur) მიერ მომზადებულ ინფორმაციებს. მაგალითად, გაზეთ „დი ცაიტის“ (Die Zait) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს პრეზიდენტი დამხობას გადაურჩა“ (წყარო: https://www.zeit.de/politik/ausland/2023-10/georgien-regierung-scheitert-amtsenthebung-praesidentin).

არის ავტორიზებული სტატიებიც: მაგალითად, ბრიტანული „ბიბისის“ რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე: „სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად რჩება“ (ავტორი - ნინა ახმეტელი), აგრეთვე გერმანულ „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle)  ვებ-გვერდზე - „ცერემონიალური იმპიჩმენტი: საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლებაში რჩება“ (ავტორი - მარია ქათამაძე). პუბლიკაციები შინაარსით ერთმანეთის მსგავსია: მათში გადმოცემულია საკითხის ისტორია (როგორც გაჩნდა დავა ხელისუფლებაში უფლებამოსილების გადანაწილებაზე), ოპოზიციის პოზიცია, რას მოუტანს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ხელყოფა და ა.შ.

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის