რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში ნიდერლანდების 40:7 ძლევით საქართველოს ნაკრებმა არა მარტო დაიბევა ადგილი მომავალ მსოფლიოს თასზე (ზედიზედ მეშვიდედ!), არამედ, LIVE რეიტინგში 6 ერის ერთ-ერთ მონაწილეს, უელსს გადაუსწრო.
ბორჯღალოსნებს 73.85 სარეიტინგო ქულა აქვთ და მე-12 პოზიციაზე არიან, თუმცა ორშაბათს ეს შეიცვლება - საქართველოს ქულები არ ემატება, მაგრამ, სამაგიეროდ, უელსს აკლდება - 6 ერის მე-2 ტურში იტალიის ნაკრებმა შინ 22:15 დაამარცხა უელსი. ბრიტანელებს სულ ნახევარი ქულაც არ აკლდებათ, მაგრამ ეს საკმარისია გადასასწრებად.
11. საქართველო - 73.85
12. უელსი - 73.75
წყარო: https://europop.ge
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.