USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
«Publico» (პორტუგალია): „პორტუგალიური კარუსელი საწინააღმდეგო მხარეს დატრიალდა: საქართველო თავის მდიდარ საფეხბურთო ისტორიას აგრძელებს“
თარიღი:  

პორტუგალიის გაზეთი „პუბლიკო“ (Publico) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პორტუგალიური კარუსელი საწინააღმდეგო მხარეს დატრიალდა: საქართველო თავის მდიდარ საფეხბურთო ისტორიას აგრძელებს“ (ავტორი - ნუნო სოუზა, გელზენკირხენიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

მდიდარი ისტორიის მქონე გუნდმა სძლია ისეთ ძლიერ გუნდს, რომელმაც ჩემპიონატის შემდგომ ეტაპზე გასვლის უფლება ნაადრევად მოიპოვა.  საქართველო თავის ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა სენსაციურად დაასრულა გათამაშება - პორტუგალიას ორით ნოლი მოუგო.

პორტუგალია და საერთოდ, მთელი საფეხბურთო ევროპა აცნობიერებდა იმ საფრთხეს, რომელსაც მათ მოწინააღმდეგე შეუქმნიდა - საქართველოს დასაკარგი არაფერი არ ჰქონდა...

ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპელები უკიდურესად გააოცეს. ახალბედა, რომელმაც ტიტულოვანი მეტოქე დაამარცხა. ვილი სანიოლმა რობერტო მარტინესს აჩვენა, რომ დიდი და სახელოვანი ფეხბურთელების ინდივიდუალური თვისებები ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხიან თამაშს.

საქართველო თავისი საფეხბურთო ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტში იმყოფება. ქართველი გულშემატკივარ-ქომაგების რეაქცია ყველაფრის მთქმელია - ისინი ოვაციებით პასუხობდნენ თავიანთი გუნდის წარმატებას. მათ იციან, რომ პორტუგალიის მარცხის შემდეგ ესპანეთი კიდევ უფრო ფრთხილი იქნება ახალბედა ვარსკვლავთან თამაშის დროს.

წყარო: https://www.publico.pt/2024/06/26/desporto/cronica_de_jogo/carrossel-portugues-girou-sentido-contrario-2095443

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის