USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
თბილისი
ტყვიის მსროლელმა მარიამ ფროდიაშვილმა მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თარიღი:  

ესპანეთში, გრანადაში, მსოფლიოს თასის გათამაშებაში ახალგაზრდებს შორის პნევმატიკური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ქართველმა ტყვიის მსროლელმა მარიამ ფროდიაშვილმა 213,1 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოქროსა და ვერცხლის მედლები ინდოელმა სპორტსმენებმა დაისაკუთრეს.
აღსანიშნავია, რომ მარიამ ფროდიაშვილმა მსოფლიოს თასზე მედლის მოპოვება პირველად შეძლო.

საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ტურნირზე ეს უკვე მეოთხე მედალია. ბრინჯაო იოანე ხვარეშიამ მოიპოვა, შერეულ წყვილებში კი ქართული ფინალი გაიმართა და ოქროსა და ვერცხლის მედლები ქართველ სპორტსმენებს ერგოთ. გუნდურ ასპარეზობაში საქართველო მეორე ადგილზე იმყოფება ოთხი მოპოვებული მედლით.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის