USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
თვითმხილველი 12 წლის გოგოს გარდაცვალებაზე - ვიპოვეთ ალუბლების ხის ქვეშ, თითქოს ეძინაო. ახლოს ვერ მივედი, მხოლოდ დედა მივარდა, გულში იკრავდა თავის ცივ შვილს ეფერებოდა, ათბობდა, მაგრამ გვიანი იყო.
თარიღი:  800

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლანა ლანჩავა 12 წლის გოგოს მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომ დედის გარდა ვერავინ შეძლო გარდაცვლილ შვილთან მისვლა.

საშინელი ღამე იყო წუხელ

რა დამაძინებდა, რა დამაძინებდა!

1 საათზე განწირული ღრიალი ისმოდა სადარბაზოსთან დედის, რომელიც თავის 12 წლის სიფრიფანა გოგოს ეძებდა უბანში.ჩემი გოგონების ტოლს.

ჩავედი მეც მასთან ერთად ვეძებე, სადარბაზოებში, სახურავებზე, სკვერებში და ყველგან სადაც შეიძლებოდა დამალულიყო და........ ვიპოვეთ, ალუბლების ხის ქვეშ, თითქოს ეძინაო, მშვიდად, სუფთად,

მე ახლოს ვერ მივედი, ვერ შევძელი

ვერავინ მიეკარა, მხოლოდ დედა მივარდა, გულში იკრავდა თავის ცივ შვილს ეფერებოდა, ათბობდა მაგრამ გვიანი იყო. არ იციან რა მოხდა, ახლაც მუშაობს პოლიცია.

სახლიდან დეიდაშვილთან ნაჩხუბარი გავიდაო. ისე იწვა, თითქოს ძინავსო, ლამაზად და სუფთად ჩაცმული.

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის