USD 2.7296
EUR 3.1401
RUB 3.4174
თბილისი
თურქული მედია: BRICS“-ის საკითხი: რა უნდა თურქეთს და რას ამბობდა დიდი მუსტაფა ქემალ ათა-თურქი
თარიღი:  371

თურქული გაზეთი „ჯუმჰურიეთი“ (Cumhuriyet) აქვეყნებს სტატიას სათაურით „BRICS“-ის საკითხი: რა უნდა თურქეთს და რას ამბობდა დიდი მუსტაფა ქემალ ათა-თურქი“ (ავტორი - მეჰმეთ ალი გიულერი), რომელშიც გაანალიზებულია ანკარის სავარაუდო ადგილი BRICS-ის გაერთიანებაში: შეუძლია თუ არა ნატოს წევრ თურქეთს „ბრიკს“-ში შესვლა?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ათასეული წლების განმავლობაში ძალები, რომლებიც ცივილიზაციის ლოკომოტივებს წარმოადგენენ, ერთმანეთს მუდმივად ადგილებს უცვლიან: ერთნი უფრო წინ მიდიან, მეორენი ეცემიან, მესამენი მათ ანაცვლებენ.

დასავლეთის 500-წლოვანი უპირატესობა თავის დასასრულს უახლოვდება. ერთ-ერთი დასავლელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც ეს ტენდენცია აღნიშნა, პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დე სოუზა გახლავთ: „აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული, სულ სხვა მსოფლიოს მოწმენი გავხდებით. როგორც რუსეთის, ასევე სწრაფად მზარდი სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიისა და თურქეთის პოზიციები ადრინდელი აღარ იქნება. რა თქმა უნდა არც ინდოეთის. ჩვენ ახალი ისტორიული ციკლის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით“.

დიახ, ეს ახალი რეალობაა, მართლაც ახალი ისტორიული ციკლი იწყება; აზია ფეხზე დგება და გლობალური სამხრეთის ლიდერად გამოდის. პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების ანალიზის დროს ეს ფაქტი აუცილებელად გასათვალისწინებელია. სწორედ ამ პრიზმით უნდა შევხედით „ბრიკს“-თან (ინგლ. აბრევიატ. BRICS - Brazil, Russia, India, China, South Africa პლუს ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ეთიოპია და საუდის არაბეთი) დაკავშირებულ საკითხებსაც.

თურქეთის მერკანტილური მიდგომა

თურქეთის ხელისუფლება BRICS-ის ჯერ-ჯერობით მორიდებულ, მერკანტილურ და ორმაგ მიდგომას ამჟღავნებს. ამბობენ, თურმე ჩვენს მთავრობას განაცხადი უკვე წარუდგენია „ბრიკს“-ში მიღების თხოვნით, მაგრამ ეს ფაქტი ოფიციალურად ჯერ არავის არ დაუდასტურებია. თურქმა ჩინოვნიკმა, რომელსაც ამერიკული ანალიტიკური სააგენტო „ბლომბერგი“ ესაუბრა, აღნიშნა, რომ განაცხადი მართლაც არსებობს, რაც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმაც დაადასტურა, მაგრამ მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მთავრობა განაცხადის თაობაზე არაფერს არ ამბობს!

ამგვარი სიტუაცია მოწმობს, რომ თურქეთის ხელისუფლება თავის დამოკიდებულებას BRICS-თან და „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან“ (ინგ. SCO - Shanghai Cooperation Organisation) განიხილავს როგორც ტაქტიკური და არა სტრატეგიული თვალსაზრისით. ერთი სიტყვით, ანკარა ცდილობს მათთან ურთიერთობა ერთგვარ კოზირად გამოიყენოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობაში

რა თქმა უნდა, თურქეთის მოკავშირეებში და პარტნიორებში ანკარის მიდგომა ერთგვარ დაბნეულობას იწვევს. უფრო მეტიც - თუ შევადგენთ განტოლებას ცვალებად და ერთმანეთთან არაექვივალენტურ ინსტიტუტებისაგან, გამოდის, რომ თურქეთის ხელმძღვანელობის მოქმედება ამგვარი დასკვნისაკენ გვიბიძგებს: „იქ როგორ შევალთ, თუ აქედან არ გამოვალთ“.

და რას ამბობს ოპოზიცია?

თურქეთის ძირითადი ოპოზიციური ორგანიზაცია - სახალხო-რესპუბლიკური პარტია, სამწუხაროდ, ამ საკითხში მთავრობას ბევრად ჩამორჩება. [ქემალისტები] მომხრენი არიან, რომ თურქეთმა უნდა გააგრძელოს ლოდინი ევროკავშირის მისაღებში და თუ არჩევანი დადგება - „ევროკავშირი“ თუ „ბრიკს“-„შანხაი“, თავის მომხრეებს ევროკავშირისაკენ უბიძგოს.

საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ რამდენიც არ უნდა ამტკიცონ ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, დიდი მუსტაფა ქემალ ათა-თურქი ყოველთვის არ იყო დასავლეთის მხარდამჭერი. ამიტომაც მათი ანტი-„ბრიკს“-ული პოზიცია ლოზუნგით „ჩვენ კურსი ყოველთვის დასავლეთზე გვქონდა აღებული და მისი შეცვლა არ შეგვიძლია“, არ არის ისტორიულად დასაბუთებული.

თურქეთის ლიდერი ყურადღებას დასავლეთს კი არ აქცევდა, არამედ „ცივილიზაციის თანამედროვე დონეს“. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი დიდი რევოლუციონერი ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ყველაზე კარგად იცოდა, რომ თანამედროვე ცივილიზაციის ადგილი ერთი ძალიდან მეორეში გადადის ხოლმე.

ჩრდილოეთისა და სამხრეთის ბრძოლა

სიტუაცია ასეთია: ეკონომიკისა და ვაჭრობის ცენტრმა დიდი ხანია ადგილი იცვალა და ევროპა-ატლანტიკიდან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისაკენ გადაიწია. ახლა კი იცვლება პოლიტიკის ცენტრიც, ყალიბდება ახალი მრავალპოლუსიანი მსოფლიოც.

გლობალური სამხრეთი ნაბიჯ-ნაბიჯ უწევს წინააღმდეგობას იმ წესრიგს, რომელიც გლობალურმა ჩრდილოეთმა (ატლანტიკამ) შექმნა მსოფლიოზე ბატონობის მიზნით. თავის მხრივ, ატლანტიკური ქვეყნები ანუ ჩრდილოელები ცდილობენ სამხრეთელთა შეტევა თავიდან აიცილონ და ამ მიზნით აწესებენ სანქციებს, პროვოცირებენ სახელმწიფო გადატრიალებებს, ხელთ იგდებენ რეზერვებს, მიაქვთ ნავთობი, აჩაღებენ ომს.

თურქეთის მდგომარეობა

და ამ დროს „ბრიკსი“ - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაცია - ცდილობს ახალი მსოფლიო წესრიგი დაამყაროს. მას ორი ძირითადი მიზანი აქვს: დემოკრატიზაცია როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, ასევე მსოფლიო საფინანსო სისტემაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ისეთი წესრიგი კი არ არის, როცა გადაწყვეტილებებს მხოლოდ მსხვილი ქვეყნები იღებენ და მათ რეალიზებას თვითონ ახდენენ, არამედ წესრიგი, რომლის დროსაც გადაწყვეტილებებს სულ უფრო მეტი რაოდენობის სახელმწიფოები იღებენ და მათ რეალიზებას თანასწორ საფუძველზე ახორციელებენ.

ამასთან დაკავშირებით „ბრიკსი“ ცდილობს მისცეს ხმა მისცეს გლობალური სამხრეთის ქვეყნებსაც საერთაშორისო საქმეების გადაწყვეტის დროს და ამიტომაც, მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს რიცხოვნობის გაზრდას ითხოვს. ორგანიზაცია „ბრიკსი“ აფართოებს თანამშრომლობას იმ საფინანსო სისტემის წინააღმდეგ, რომელიც დოლარის ბატონობას ეფუძნება. „ბრიკსი“ ავითარებს ვაჭრობას ეროვნული ვალუტის გამოყენებით - ორგანიზაციის ფინანსური ორგანო „განვითარების ახალი ბანკი“ (New Development Bank) საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საპირწონედ გამოდის.

ამრიგად, გლობალური ჩრდილოეთის (ანუ დასავლეთის) ერა ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება და იწყება გლობალური სამხრეთის (ანუ აღმოსავლეთის) ერა. იმ პირობებში, როცა აშშ და ევროკავშირი, ხედავენ რა ამ პროცესს, ცდილობენ  კონტრზომები მიიღონ, თურქეთმა, რომელიც ობიექტურად „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნად ითვლება, ამჯერად, დასავლეთის მომხრეები უნდა გააწბილოს: ანკარამ არ უნდა დაუშვას შეცდომა და არ უნდა მოახდინოს  პოზირება, თითქოსდა ის ატლანტიკის (გლობალური ჩრდილოეთის) ნაწილს წარმოადგენს

წყარო: https://www.cumhuriyet.com.tr/yazarlar/mehmet-ali-guller/brics-meselesi-2245072

თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 16 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 16 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, საირმის, შევარდენიძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგური „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქვიშხეთის, სანერგის, ღრმაღელის, ჩარგლის, ქსნის, გუდამაყრის და ჯინჭარაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ზღვისუბნის დასახლების IX მიკრორაიონის  ოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, სოფელი დიღმის, "ჩალისპირების" დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, გელოვანის გამზირის, პეტრიწის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძის, გოძიაშვილის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, ახმეტელის, ბოხუას, ციალა გაბაშვილის, მიხეილ ბერძენიშვილის, ბალანჩინის, არზაყან ემხვარის, ტერევერკოს და ჩაჩავას ქუჩების ოსახლეობას. 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.