USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
თურქეთის პრეზიდენტი: უკრაინის კონფლიქტის ნატოზე გავრცელებას ომის გამწვავება მოჰყვება
თარიღი:  387

ბრიტანულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „როიტერმა“ (Reuters) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „თურქეთის პრეზიდენტი: „უკრაინის კონფლიქტის ნატოზე გავრცელებას ომის გამწვავება მოჰყვება“ (ავტორი - თუვან გუმრუკჩუ).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა სამშაბათს, 12 მარტს, განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისაგან, რომლებსაც უკრაინის ომის გამწვავება და, სავარაუდოდ, ნატოს ქვეყნებზე მისი გავრცელება შეუძლია. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს არჩევნების შემდეგ უმასპინძლებს.

ნატოს წევრი თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ანკარას ასევე ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთთან და რეგულარულად ახორციელებს კონტაქტებს ომის ორივე მხარესთან. თურქეთი სამხედრო და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს უკრაინას, მაგრამ იმავდროულად დასავლეთის მიერ გამოცხადებული ანტირუსული სანქციების წინააღმდეგია.

გამოვიდა რა ანკარაში რამადანის - მუსლიმთა წმინდა თვის  - დაწყების გამო გამართულ ვახშამზე უცხოელი ელჩების წინაშე, რეჯეფ ერდოღანმა განცხადება გააკეტა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ ყოველგვარი სამშვიდობო სამიტი რუსეთის მონაწილეობის გარეშე უშედეგო იქნება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. მას მხედველობაში ჰქონდა მიმდინარე წლის ბოლოს შვეიცარიაში დაგეგმილი შეხვედრა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელზეც თვითონ რუსეთი მიწვეული არ არის.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი აგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინული ხორბლის გატანის შესახებ შეთანხმების აღდგენისათვის. რეჯეფ ერდოღანმა უცხოელ ელცებს ასევე გააცნო თურქეთის პოზიცია ომის გავრცელების საშიშროების მიმართ: „ჩვენ თვლით, რომ აუცილებელია ყველა მოერიდოს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც შესაძლებელს გახდის ომის გავრცელებას ნატოს წევრებზეც“.

როგორც ცნობილია, გასულ თვეში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა არ უნდა გამორიცხონ ჯარების გაგზავნა უკრაინის დასახმარებლად, თუმცა ნატოს წევრების უმეტესობამ და თვითონ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამ იდეისაგან დისტანცირება მოახდინეს.

გასულ კვირას სტამბოლში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც მასპინძელს - რეჯეფ ერდოღანს შეხვდა. თურქმა ლიდერმა უკრაინელ სტუმარს უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო სამიტის გამართვა შესთავაზა.

კრემლმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ვიზიტი თურქეთში მას შემდეგ გაიმართება, როცა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება (ანუ 15-17 მარტის შემდეგ). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვის ბოლოს, 31 მარტს, თურქეთშიც საერთოეროვნული მუნიციპალური არჩევნებია დანიშნული.

თურქეთი რუსეთსა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებას 2022 წლის მარტშიც მასპინძლობდა, მაგრამ მას შემდეგ მოლაპარაკების გასაგრძელებლად რაიმე დიპლომატიური ნაბიჯი აღარ გადადგმულა. ანკარა არაერთხელ სთავაზობდა მხარეებს შუამავლობას ქვეყნის ლიდერების შეხვედრის მოწყობაში, ცეცხლის შეწყვეტას და ზავის დადებას, მაგრამ ეს არ იქნებოდა რუსეთის ოკუპაციის აღიარება.

წყარო: https://www.reuters.com/world/middle-east/turkeys-erdogan-warns-against-spreading-ukraine-conflict-nato-exacerbating-war-2024-03-12/

 

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის