თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ, „სახელმწიფო საბჭომ“, აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე გადაწყვეტილების მიღება 15 დღით გადადო.
BBC-ის ინფორმაციით, დღევანდელი განხილვა 17 წუთს გაგრძელდა.
1 500 წლის წინ აშენებული ტაძარი, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა, 1930-იან წლებში მუზეუმად იქცა.
რამდენიმე თვის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფია, შესაძლოა, მეჩეთად გადაკეთდეს. გუშინ, სასამართლო განხილვის დაწყებიდან ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა, აია-სოფია მუზეუმად დატოვონ და მეჩეთად არ გადააკეთონ. პომპეოს განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, პრესსპიკერმა ჰამი აკსოიმ აღნიშნა, რომ აია-სოფიასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თურქეთის შიდა საქმეა.
„აია-სოფია ჩვენს მიწაზე მდებარეობს და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თურქეთის შიდა საქმეა,“- განაცხადა ჰამი აკსოიმ.
მისივე თქმით, აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა როცა საქმე თურქეთის სუვერენიტეტს ეხება, მოთხოვნების წაყენება მიუღებელია.
„აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა არავის აქვს უფლება, ჩვენს სუვერენულ უფლებებზე „მოვუწოდებთ, მოვითხოვთ“ სტილი გამოიყენოს,“- აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.