USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სფეროს 240 წარმომადგენელი გადაამზადა
თარიღი:  37

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს.

ადმინისტრაციის ორგანიზებით პირველი დახმარების მოკლე კურსი 240 გიდს, სასტუმროს წარმომადგენელსა და ტურიზმის სფეროში დასაქმების მსურველს ჩაუტარდა.
ტრენინგები შემდეგ ქალაქებსა და დაბებში ჩატარდა: თბილისი, გორი, ქუთაისი, წყალტუბო, ყვარელი, ამბროლაური, ზუგდიდი, ახალციხე ბათუმი და მესტია.
პირველი დახმარების ტრენინგის ძირითადი თემებია:

 პირველი დახმარების ძირითადი პრინციპები და პირადი უსაფრთხოება.
 პირველი დახმარება გულის გაჩერების დროს (გულ-ფილტვის რეანიმაცია).
 პირველი დახმარება უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში.
 პირველი დახმარება ჭრილობის (მათ შორის დამწვრობის და ნაკბენების დროს - კონტექსტიდან გამომდინარე).
 პირველი დახმარება სისხლდენის დროს.
 პირველი დახმარება სხეულის დაზიანების დროს და დაზარალებულის გადაყვანა (გადაადგილება უსაფრთხოდ).
 სხვა გადაუდებელი მდგომარეობები (გულის წასვლა, გულყრა, ზედოზირება/მოწამვლა და სხვ.)

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის