USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250 წარმომადგენელი გადაამზადა
თარიღი:  844

“ინკლუზიური ტურები და მისაწვდომი სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის”-ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტრენინგები გამართა.

სასწავლო კურსი თბილისში, გორში, კასპში, თელავში, ქუთაისში, წყალტუბოში,  ზუგდიდში, ამბროლაურში, ონსა და ახალციხეში ჩატარდა.   ტრენინგის მონაწილეებს აშშ-დან მიმართა საერთაშორისო კონსულტანტმა მარია დე ლორდეს არეოლამ და გამოცდილება გაუზიარა.  სასწავლო კურსი განთავსების, კვების ობიექტებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელთათვის და გიდებისათვის გაიმართა.  ტრენინგებს ჯამში 250 მონაწილე ჰყავდა.

ტრენინგის გავლის შემდგომ ყველა დამსწრეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სერტიფიკატი გადაეცა.

„დღევანდელი ტრენინგი, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ინკლუზიური ტურიზმის და მთლიანად ინდუსტრიის განვითარებისთვის, იმ ფონზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი გვაქვს, ევროკავშირთან საკმაოდ წინ წავიწიეთ და დაახლოებული ვართ“,-აცხადებს ინკლუზიური ტურიზმის ცენტრის ექსპერტი ნანუკა ჩართოლანი.

„ტრენინგზე ჩვენ გავიგეთ თუ რა მოთხოვნები აქვს ინკლუზიურ ტურიზმს, რომ ზოგადად წარმოდგენა გვქონდეს სპეციფიკის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტების შესაქმნელად, რომელიც დაგვეხმარება, რომ გავუმასპინძლდეთ შშმ პირებს. ტრენინგზე ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე, რაც დაგვეხმარება შეთავაზებებისა და პროდუქტების ფორმირებაში“,-აცხადებს ტურ-მენეჯერი ქეთი შუბითიძე.

სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავდა:

  1. მისაწვდომი საფეხმავლო მარშრუტები
  2. მისაწვდომი საკემპინგო ბანაკები
  3. ჟესტური ენის ინტეგრირება ტურებში
  4. ინკლუზიური სათავგადასავლო ტურების შემუშავება
  5. მისაწვდომი კულტურული ტურების შემუშავება
  6. ციფრული მისაწვდომობა მუზეუმებისთვისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის

მომსახურების ხარისხის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტთან გათანაბრება „ტურიზმის სტრატეგია 2025“-ის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტურისტულად საინტერესო ადგილებში მთელი წლის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაერთ მოკლევადიან სასწავლო კურსს ატარებს.  ტრენინგების მიზანია ინდუსტრიაში დასაქმებულთა ცოდნის გაღრმავება და უნარების გაუმჯობესება.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის