USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გუდაურში გასართობი სივრცეები მოეწყო
თარიღი:  709

2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო ოფიციალურად გაიხსნა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, გუდაურში  გასართობი აქტივობები გაიმართა. მოეწყო საბავშვო და ფოტო ზონები, კვების ჯიხურები, ბარი და მუსიკალური სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო DJ Jino Dolini-ისა DJ Vas-ის შემოქმედება. 

დღის ბოლოს ადგილობრივებისა და სათხილამურო კურორტის სტუმრებისთვის Circus Mircus-ის კონცერტი ჩატარდა.

გუდაურში საზეიმოდ გაიხსნა 2 ახალი საბაგირო და 3 სასრიალო ტრასა.

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის