USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
თუ ვაკის პარკში სეირნობთ იფიქრეთ იმ 15 ქართველზე, რომლებიც 1923 წლის მაისში ბოლშევიკებმა აქ დახვრიტეს
თარიღი:  803
თუ ვაკის პარკში სეირნობთ და ასწლოვანი ხეების ჩრდილქვეშ ისვენებთ, იფიქრეთ იმ 15 ქართველზე, რომლებიც 1923 წლის მაისში დახვრიტეს და სწორედ ვაკის პარკში გაუთხარეს სამარე ბოლშევიკებმა.
 
1921 წლის საქართველოს ოკუპაციის მერე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების და სამხედრო გენერლების უმეტესობა 1921 წლის 17 მარტს, ასი წლის წინათ, ბათუმიდან გემით ემიგრაციაში წავიდნენ.
 
გარკვეული ნაწილი კი საქართველოში დარჩა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუყარეს საფუძველი.
ერთ-ერთი იყო ილია ჭავჭავაძის დის-ნინო ჭავჭავაძის შვილი კონსტანტინე აფხაზი (1867-1923), რომელიც 1922-23 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს და სამხედრო ცენტრს.
 
კონსტანტინე (კოტე) აფხაზმა ცოლი- ელენე იოსელიანი (1870-1942, დაკრძალულია პარიზში- Cimetière Russe de Sainte Geneviève des Bois) და შვილი ნიკოლოზი (1900-1988) საფრანგეთში გაამგზავრა, თავად ოკუპანტებისაგან საქართველოს გათავისუფლებისათვის იბრძოდა სხვებთან ერთად.
 
1923 წლის თებერვალში, საბჭოთა ჩეკისტებმა გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გამოკეტეს. 21 მაისს სატვირთო ავტომობილით დღევანდელ ვაკის პარკში გადაიყვანეს და იქვე დახვრიტეს....
ვაკის პარკში გათხრილ სამარეებში ჩაყარეს დახვრეტილი ქართველი გმირები:
 
როტმისტრი - სიმონ ლევანის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (1896-1923),
პოლკოვნიკი-როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი (1888-1923),
გენერალი -გიორგი ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი (1892-1923),
გენერალ-მაიორი ალექსანდრე სიმონის ძე ანდრონიკაშვილი (1872-1923),
გენერალი -ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე (1866-1923),
ოფიცერი- მიხეილ ნიკოლოზის ძე ზანდუკელი (1894-1923),
როტმისტრი- ფარნაოზ ლევანის ძე ყარალაშვილი (1899-1923),
იასონ მათეს ძე კერესელიძე (1891-1923),
ოფიცერი-ივანე გრიგოლის ძე ქუთათელაძე (1883-1923),
იასონ იაგორის ძე ჭიაბრიშვილი (1881-1923),
პოლკოვნიკი- ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი (1891-1923),
დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი (1894-1923),
ლევან ირაკლის ძე კლიმიაშვილი (1897-1923),
პოლკოვნიკი-ალექსანდრე მიხეილის ძე მაჭავარიანი (1872-1923).
 
თუ ვაკის პარკში სეირნობთ ბავშვებთან ერთად და ასწლოვანი ხეების ჩრდილქვეშ ისვენებთ, გაიხსენეთ ის 15 ქართველი, უამბეთ ბავშვებსაც ქართველი გმირების შესახებ, რომლებიც 1923 წლის მაისში დახვრიტეს და სწორედ ვაკის პარკში გაუთხარეს სამარე ბოლშევიკებმა.
შალვა ამირეჯიბმა (1887-1943, დაკრძალულია პარიზში, Cimetière parisien de Saint-Ouen) ლექსი მიუძღვნა კონსტანტინე აფხაზს, რომელიც შემდეგი სიტყვებით მთავრდება:
 
„არ ითაკილებს ჩვენი დრო, რომ გაგხადეს ლეში,
ჩვენ მწუხარ გულებს შენი ფიქრი მაინც უნათებს,
და რომ სახელი დიდი გქონია შენ სიცოცხლეში,
ეხლა შენ ამას ვეღარავინ დაგამუნათებს!“
თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის