USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
თუ ოპოზიცია არ დათანხმდება ჩვენს შეთავაზებას, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება — თალაკვაძე
თარიღი:  935

პარლამენტის თავმდჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო მოდელს არ დათანხმდება, მაშინ არჩევნები არსებული საარჩევნო მოდელით ჩატარდება.

"ჩვენ ოპოზიციისთვის შეთავაზებული გვაქვს კომპრომისული ვერსია. ეს არის 100/50-ზე. მკვეთრად იზრდება პროპორციულის რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ვერ მოხდება შეთანხმება ახალა მოდელთან დაკავშირებით, მაშინ არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით", — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების ე.წ. აჯანყებულმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო პროტესტი დაიწყო. დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები ერთი მოთხოვნის ირგვლივ გააერთიადნენ — ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემითა და ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება.

მმართველმა გუნდმა კი ოპონენტებს ახალი სამოქმედო გეგმა შესთავაზა. საუბარია იმაზე, რომ პარლამენტში პროპორციული წესით 100 დეპუტატი აირჩიონ, ნაცვლად 77-სა. ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის