USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
წყნეთში, დადიანისა და ევროპის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
Date:  
წყნეთში საგზაო სამუშაოები ხორციელდება. ამ დროისთვის გზის დაზიანებული საფარის განახლება დადიანისა და ევროპის ქუჩებზე მიმდინარეობს.
მთლიანობაში, სარეაბილიტაციო არეალი 3 100 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.
დადიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან და პარლამენტის დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.
„მიუხედავად იმისა, რომ ასფალტის საფარი წყნეთში უკვე ათეულობით ქუჩაზე მოწესრიგდა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განვაგრძობთ. რაიონში ჯერ კიდევ რჩება ისეთი ქუჩები, სადაც საგზაო სამუშაოების ჩატარება აუცილებლობას წარმოადგენს, რათა მოქალაქეებს კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. ამჟამად, რეაბილიტაცია მიმდინარეობს დადიანისა და ევროპის ქუჩებზე, ეტაპობრივად კი დანარჩენ პრობლემურ საგზაო მონაკვეთებსაც მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.
აღსანიშნავია, რომ წყნეთში, ასფალტის საფარის განახლებასთან ერთად, რამდენიმე ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელებიც.
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way