USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
წყნეთის ქუჩაზე სკვერი და სპორტული მოედანი კეთილმოეწყო
თარიღი:  740
კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მორიგი კომბინირებული სივრცე წყნეთის ქუჩა N1-ში კეთილმოეწყო.
 
განახლებული სკვერი და სპორტული მოედანი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა; მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები, საფეხმავლო ბილიკი, საბავშვო და სავარჯიშო სივრცეები; სპორტული მოედნის კედელი მოიხატა; სკვერში კი გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.
 
დასასვენებელ სივრცეში განხორციელებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის