USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
თარიღი:  413

ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია გრძელდება. მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„ბაგებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ახალი ხიდიდან ბაგებისკენ მიმავალი გზა, დოლიძის ქუჩამდე, უკვე ქვედა ფენებშია მოქცეული. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, მისი განახლება და შეცვლა მოხდა. ამ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილია. ასევე, სანიაღვრე ქსელის მოწყობა და გაზის მილების შეცვლა მიმდინარეობს. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ახალი საპარკინგე ადგილები და ტროტუარები მოეწყობა, რათა ფეხით გადაადგილება კომფორტულად იყოს შესაძლებელი. ახალი მიწისქვეშა ურნები განთავსდება და განათების ბოძები დამონტაჟდება. ელექტროგადამცემი სადენები მთლიანად მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი. პროექტი ოქტომბრის დასაწყისში მთლიანად დასრულებული იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო პროექტის მიხედვით, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების განახლება დასრულებულია, გაზმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელების მოწყობა რამდენიმე დღეში დასრულდება. ასევე, საჰაერო სადენების მიწისქვეშ განსათავსებლად საჭირო კაბელ-არხები ეწყობა. რამდენიმე მისამართზე დასრულებულია ფერდის დამცავი კედლების მოწყობა, ზოგან კი კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მოწყობის სამუშაოები.

პროექტის ბოლო ეტაპზე კიდევ ერთი ფენა ასფალტის საფარი დაიგება. მოეწყობა საფეხმავლო კუნძულები და ტროტუარები, განათების სისტემა, შუქნიშნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები.

დედაქალაქის მერთან ერთად, სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია, ასევე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის