USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
Тбилиси
წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
дата:  561
ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან, ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე განხორციელდა.
რეაბილიტირებული მონაკვეთი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან გიორგი აბუთიძესთან, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსთან პაატა ტოგონიძესთან, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან დავით ფაჩულიასთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან და ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან ერთად დაათვალიერა.
როგორც მერმა აღნიშნა, გაზაფხულზე დაიწყება ჩოლოყაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია.
„პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, რადგან მართლაც რთული იყო - გადათხრილი ქუჩები, მტვერი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ადგილობრივ მოსახლეობას ფეხით უწევდა გადაადგილება სამუშაოების გამო. მადლობა მათ მოთმინებისთვის, თუმცა დღეს ხედავთ, როგორი მოწესრიგებულია ყველაფერი და გალამაზებულია. აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. კვირა არ გავიდოდა, რომ GWP არ შემოსულიყო ავარიულობის გამო სამუშაოების ჩასატარებლად, იმდენად მძიმე იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების მდგომარეობა. მთლიანად შეცვლილია ყველაფერი, განახლდა და მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურაც, გაჩნდა ტროტუარები და ფეხით მოსიარულეებს უწყვეტად შეუძლიათ გადაადგილება. ამ მხრივ უდიდესი პრობლემა იყო, მშობელს ეტლით ვერ გადაჰყავდა ბავშვი. დამონტაჟდა მიწისქვეშა ურნები, განათების ახალი ბოძები Led სანათებით, ტროტუარების მინათებები; ელექტროგადამცემი სადენები მიწის ქვეშ არის ჩატანილი; დაახლოებით 32 საპარკინგე ადგილი შეიქმნა; მოეწყო დამჭერი კედლები, რომლის გამწვანებაც არის დაწყებული. ჩვენ ამით არ ვასრულებთ, ვაპირებთ გაზაფხულზე დავიწყოთ უსაფრთხოების კუნძულებიდან კუს ტბის ასახვევამდე მონაკვეთის მოწესრიგება. სასაფლაოს წინ არსებული გზა მძიმე მდგომარეობაშია, ის გაფართოვდება. იქ არის გაზის მილი, რომლის გადატანა მოხდება და მოწესრიგდება თავის მიწისქვეშა კომუნიკაციებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი, გარკვეულ მონაკვეთებში გზის სავალი ნაწილი გაგანიერდა, უსაფრთხოებისთვის რკინაბეტონის ფერდის დამცავი კედლები აშენდა, ასევე, არსებული ტროტუარები რეაბილიტირდა, ხოლო სადაც არ არსებობდა, ახალი ტროტუარები მოეწყო.
ქუჩაზე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი Led სანათებით, მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, სავალი ნაწილი დაიხაზა და სატრანსპორტო ნიშნები განთავსდა. ასევე, განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები და მოეწყო მიწისქვეშა ურნები.
გზის მიმდებარედ არსებული თარგებისა და გზის შუა გამყოფი კუნძულები გამწვანდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 659 ნერგი დაირგო, ასევე 3 200 მ2 ფართობზე ბალახი დაითესა და სარწყავი სისტემა მოეწყო. გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.
мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати