USD 2.6125
EUR 3.0412
RUB 3.0496
თბილისი
წყალტუბოში წყალმომარაგება-წყალარინების სამუშაოები გრძელდება
თარიღი:  1307
“წყალტუბოს წყალარინების ახალი გამწმენდი ნაგებობა თანამედროვე სტანდარტის ობიექტია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც არსებულ, ისე უახლოესი პერსპექტივის მოთხოვნას. ობიექტი გაფართოვდება ფაზებად, დატვირთვის და მოხმარების ზრდასთან ერთად. ასევე, შენდება წყალტუბოსა და სამი სოფლის წყალარინების ქსელი და მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის გაფართოებისა და გამრიცხველიანების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რითაც გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება,“ - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ იმერეთის ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ
 
წყალტუბოში წყალარინების თანამედროვე სტანდარტის გამწმენდი ნაგებობა უკვე ფუნქციონირებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა
 
პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტს, ჯამში, 12 მილიონი ლარი მოხმარდა
 
ახალი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით. მდინარეში ჩამდინარე წყალი, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, ბიოლოგიურად გაიწმინდება და გაიფილტრება, რაც გადაჭრის მდინარეების დაბინძურების მრავალწლიან პრობლემას
 
იმერეთში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებიც. სულ, ხორციელდება მილიარდ ლარზე მეტის 20-მდე პროექტი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 90 000 ბენეფიციარი ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით
 
მინისტრის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროექტების შედეგად, 200 000 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც აქედან 160 000 ადამიანს არასოდეს ჰქონია ცენტრალიზებული წყალმომარაგება
 
წყალტუბოს გამწმენდი ნაგებობა ირაკლი ქარსელაძემ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორ ალექსანდრე თევდორაძესთან ერთად ადგილზე მოინახულა
მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის