USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი ჟურნალ Time-მის მიხედვით
თარიღი:  635

ჟურნალმა Time წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეული გამოავლინა. წელს რეიტინგში 54 ქალია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. სიაში ასევე პირველად მოხვდა ამდენი ექიმი და მეცნიერი. გამოცემამ სიაში მოხვედრილები 5 კატეგორიად დაყო: ტიტანები, ნოვატორები, ხელოვნების მოღვაწეები, ლიდერები და კერპები.

ლიდერებს შორის წელს ჯანმოს გენერალური მდივანი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეტოქე ამერიკის საპრეზიდენტო არჩვენბეზე ჯო ბაიდენი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და სხვები მოხვდნენ.

ტიტანების კატეგორიაში Time-მა Google-ის გენერალური დირექტორი სუნდარა პიჩაი, ჩინეთი მთავარი ეპიდემიპლოგი ჩჯუნ ნანშანი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მაკენზი ბეზოსი, ფორმულა 1-ის მრბოლელი ლუის ჰამილტონი და სხვები გაანაწილა.

ნოვატორებს შორის მოხვდნენ ამერიკელი რეპერი Megan Thee Stallion, Nasa-ს ასტრონავტები ჯესიკა მეირი და კრისტინა კუკი.

ხელოვანთა კატეგორიაში მოხვდნენ მომღერლები The Weeknd და სელინა გომესი, მსახიობები ფიბი უოლტერ-ბრიჯი და მაიკლ ბაკარი, რეჟისორი პონ ჟუნ ხო.

კერპებად კი გამოცემა მოძრაობა Black Lives Matter-ის დამფუძნებლებს, უგლებადამცველ ანჯელა დევისს და ჩოგბურთელ ნაომი ოსაკას ასახელებს.

წყარო:https://time.com/

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის