USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
წელს ყავის იმპორტმა $14 მილიონს გადააჭარბა - სად ვყიდულობთ?
თარიღი:  

საქართველოში ყავის იმპორტი მზარდია. 2024 წლის იანვარ-მაისში ქვეყანამ 14.4 მილიონი აშშ დოლარის 3 198 ტონა ყავა იყიდა.

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ წლიურ ჭრილში იმპორტირებული რაოდენობა 3%-ითაა გაზრდილი, მაშინ როდესაც აშშ დოლარში გამოსახული იმპორტი 21%-ით გაზარდა. შესაბამისად, საქართველოს ყავის იმპორტი გაუძვირდა, რაც გლობალური ტენდენციით შეიძლება აიხსნას. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების და კლიმატური პირობების გავლენით, მსოფლიოში ყავის ფასი გაზრდილია, მათ შორის, რობუსტას ჯიშის ყავა 45-წლიან მაქსიმუმამდე გაძვირდა.

რაც შეეხება საიმპორტო პარტნიორებს, საქართველო განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მოხალული და მოუხალავი ყავას შემდეგი 5 ქვეყნისგან იყიდა:

• ინდონეზია - $3.7 მლნ/1,209.30 ტონა;

• ვიეტნამი - $2.4 მლნ /824.98 ტონა;

• რუსეთი - $1.9 მლნ/328.72 ტონა;

• იტალია - $1.6 მლნ/124.85 ტონა;

• გერმანია - $1.2 მლნ/162.12 ტონა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოში რეკორდული, 31.3 მილიონი დოლარის ღირებულების ყავა შემოვიდა, რაც წლიურად 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იყო.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის