USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
წელს საქართველოდან იტალიაში 45 ტონა ლოკოკინა გავა ექსპორტზე
თარიღი:  2103

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ აშენდა.

ფერმა პროდუქციის რეალიზაციას, ძირითადად, იტალიაში ახორციელებს. წელს, ოქტომბერში, იტალიაში 45 ტონა ლოკოკინა ექსპორტზე გავა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

ფერმის ასაშენებლად, ჯამურად, 1,860,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. ფერმა წელიწადში, საშუალოდ, 50 ტონა ლოკოკინას აწარმოებს. საწარმოში, მუდმივად, 15 ადგილობრივია დასაქმებული.

 „მეურნეობა, რომელიც საკმაოდ დიდია, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ბიოლოგიურად წარმოებული ლოკოკინა, ძირითადად საექსპორტო დანიშნულებისაა და ევროკავშირში გადის. ამ მიმართულებით სამინისტრომ აქტიურად იმუშავა. თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ვალდებულებას ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ ვალდებულებებს, რომელიც სახელმწიფომ დააკმაყოფილა და, დღეისათვის, მოლუსკისნაირები და ლოკოკინები ევროკავშირის ბაზარზე არის დაშვებული. ღირებულებაში, ფერმერებისთვის, ეს არის საკმაოდ საინტერესო მიმართულება - ჰექტარზე შემოსავალი რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს. ჩვენი პრიორიტეტია, სოფლის მეურნეობაში გვქონდეს აქცენტი მეტი ღირებულების მომტან მიმართულებებზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლოკოკინების ფერმაში, მინისტრთან ერთად, სამეგრელოს მხარის რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია იმყოფებოდა. გუბერნატორის განცხადებით, ლოკოკინების წარმოებას რეგიონში განვითარების კარგი პერსპექტივა აქვს, რასაც ის ფაქტი მოწმობს ის, რომ წარმოებაში ფერმერები აქტიურად ერთვებიან.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის