USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით საქართველო მსოფლიოში პირველ საფეხურზეა
თარიღი:  989

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით კვლავ პირველ საფეხურზეა. 190 შეფასებულ ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთია, რომლიც სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველო, მიუხედავად COVID-19-ით გამოწვეული პანდემიისა და სირთულეებისა, აგრძელებს მტკიცე და მდგრად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის დადებით შეფასებას – 4-სკალიანი რეიტინგული სისტემით საქართველოს უმაღლესი შეფასება აქვს.

ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის ქვეყნების - ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ფინეთის, ლიტვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ესპანეთის, შვედეთის, სლოვენიისა და დიდი ბრიტანეთის - გვერდითაა.

საქართველო წელსაც ერთადერთია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (EAP), რომელიც პირველ საფეხურზე იკავებს ადგილს.

აშშ-ის სახელმწიფო ანგარიშში დადებითად შეფასდა:

➢იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს მიერ 2020 წლის 2 დეკემბერს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის მიღება;

➢ტრეფიკინგის პრევენციის ღონისძიებები, რომლებიც უწყებათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელობით შექმნილი ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიის ფარგლებში კოორდინირებულად ხორციელდება;

➢ტრეფიკინგის პრევენციის მიმართულებით, აგრეთვე, დანაშაულის გამოვლენის, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისა და მსხვერპლთა გამოვლენისა და დახმარების მიზნით საქართველოს მთავრობის ძალისხმევა;

➢ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში არსებული მუდმივმოქმედი ჯგუფის საქმიანობის გააქტიურება.

აშშ მიესალმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულ სახელმძღვანელო პრინციპებს ტრეფიკინგის თემაზე, რაც განკუთვნილია მიუსაფარ ბავშვთა იდენტიფიცირებაზე მომუშავე მობილური ჯგუფებისთვის და მიზნად ისახავს არასრულწლოვნებში ტრეფიკინგის შემთხვევების გამოვლენის გაძლიერებას. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ისიც, რომ სახელმწიფო მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის უსასყიდლოდ გასცემს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს – პირადობისა და დაბადების მოწმობებს.

აშშ დადებითად აფასებს, ასევე, შრომის ინსპექტირების სამსახურის შექმნასა და შრომითი უფლებების, მათ შორის, ტრეფიკინგის გამოვლენის მიმართულებით სამსახურის უფლებამოსილებას გაზრდას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უმაღლესი ქულით შეფასებული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია. საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, საქართველოში აშშ-ის საელჩო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის