USD 2.6982
EUR 3.1512
RUB 3.3533
თბილისი
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი:  679

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

მისი თქმით, მას ჯერ სურს გაიგოს, თუ რისთვის გამოიყენებს უკრაინა აღნიშნულ რაკეტებს.

„დიახ, მე, გარკვეულწილად, უკვე მივიღე გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მსურს გავიგო, თუ როგორ გამოიყენებენ მას. იცით, სად ისვრიან? ვფიქრობ, მე უნდა დავსვა ეს კითხვა“, - თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის