USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
თბილისი
ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მიერ ვენესუელის კონტროლი, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს
თარიღი:  1228

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელის კონტროლს და მისი ნავთობის მოპოვებას წლების განმავლობაში გააგრძელებს.

მისი თქმით, დაკავებული ნიკოლას მადუროს მომხრეები, რომლებიც ამჟამად ქვეყანას მართავენ, „გვაძლევენ ყველაფერს, რასაც საჭიროდ ვთვლით“.

„ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა ტრამპმა კითხვის საპასუხოდ, რამდენი ხანი გაგრძელდება ამერიკის კონტროლი ვენესუელაზე.

„ჩვენ მას აღვადგენთ ძალიან ხელსაყრელი გზით“, - თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.

„ჩვენ გამოვიყენებთ ნავთობს და მას მოვიპოვებთ. ნავთობზე ფასებს დავაგდებთ და ფულს მივცემთ ვენესუელას. მას ის ძალიან სჭირდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის