დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ქალაქ სუმზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა საშინელება იყო.
„ვფიქრობ, საშინელება იყო. მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა. ვფიქრობ, მთელი ომი საშინელებაა. ვფიქრობ, რომ ამ ომის დაწყება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა. ეს ქვეყანა არასდროს დაუშვებდა ამ ომის დაწყებას, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ომი სირცხვილია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
როდესაც სთხოვეს განემარტა, თუ რას გულისხმობდა „შეცდომაში“, ტრამპმა უპასუხა: „მათ შეცდომა დაუშვეს, მათ ჰკითხეთ“.
ამასთან, მან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში კვლავ ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაადანაშაულა.
„გახსოვდეთ ეს: ეს ბაიდენის ომია. მე უბრალოდ ვცდილობ მის შეჩერებას, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.