USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ტრამპი პუტინთან საუბრის შემდეგ - უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები "დაუყოვნებლივ" დაიწყება.
дата:  402

დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება.

ეს ზარი, რომელიც არის პირველი ცნობილი საუბარი პრეზიდენტებს შორის მას შემდეგ, რაც ტრამპმა თანამდებობა დაიკავა გასულ თვეში. ტელეფონის ზარი განხორციელდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაათავისუფლა ქვეყანაში დაპატიმრებული ამერიკელი.

Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ტრამპმა ამბობს: „ჩვენ განვიხილეთ უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დოლარის ძალა და სხვა სხვადასხვა თემები“.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად ვითანამშრომლოთ, ძალიან მჭიდროდ. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენმა შესაბამისმა გუნდებმა დაუყონებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები, დავურეკავ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, რათა შეავტყობინოთ მას საუბრის შესახებ, რასაც ახლა გავაკეთებ“, - წერს ტრამპი.

ტრამპი და პუტინი თითქმის 90 წუთის განმავლობაში ისაუბრეს.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати