USD 2.6902
EUR 3.1903
RUB 3.5068
თბილისი
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება
თარიღი:  340

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

მსოფლიო
აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველი - ირანი მზადაა ურანის გამდიდრების დონე 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამციროს

თეირანი მზადაა, ვაშინგტონის მხრიდან გარკვეული დათმობების სანაცვლოდ ურანის გამდიდრების დონე 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამციროს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველმა, ალი შამხანიმ განაცხადა.

მისი თქმით, თუ მეორე მხარეს შეშფოთება აქვს, გამდიდრების დონის 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შემცირება შესაძლებელია.

შამხანიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ისრაელი ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა.

მისი თქმით, თუ აშშ დარტყმას განახორციელებს, ისრაელი აუცილებლად ჩაერთვება პროცესში და ირანის პასუხი პროპორციული იქნება. შამხანიმ დასძინა, რომ პასუხის მასშტაბი დამოკიდებული იქნება მეორე მხარის ქმედებებსა და ნაბიჯებზე.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის