USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
ტრამპი ჰუსისტებს და ირანს ჯოჯოხეთით ემუქრება
თარიღი:  624

"მივმართავ ირანს: ჰუსიტი ტერორისტების მხარდაჭერა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს!

ნუ დაემუქრებით ამერიკელ ხალხს, მათ პრეზიდენტს, რომელმაც მიიღო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანდატი საპრეზიდენტო ისტორიაში, ან მსოფლიოს მასშტაბით გადაზიდვის გზებს.

თქვენი დრო ამოიწურა: თუ არ შეწყვეტთ თავდასხმებს, თქვენ დაგატყდებათ ჯოჯოხეთი, რომელიც არასდროს გინახავთ. ჰუსიტი ბანდიტები ირანის ფულით ნაყიდი რაკეტებით, თავს  ესხმიან ამერიკულ თვითმფრინავებს და აყენებდნენ დარტყმებს ჩვენს მოკავშირეებს, რაც აშშ-სა და მსოფლიო ეკონომიკას მილიარდობით დოლარი დაუჯდა.

ფრთხილად იყავით, რადგან ამერიკა სრულ პასუხისმგებლობას დაგაკისრებთ. შეწყვიტეთ ტერორისტების მხარდაჭერა. თუ ამას არ გააკეთებთ –  ამერიკა პასუხს გაგებინებთ, ჩვენ არ ვიქნებით მოწყალენი და ჩვენ არ ვიქნებით კეთილგანწყობილი აღნიშნულის მიმართ! - წერეს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

 

 

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის