USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ტრამპი 1-ლი მარტიდან მექსიკასა და კანადას ახალ ტარიფებს დაუწესებს
дата:  616

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1-ლი მარტიდან მექსიკასა და კანადას ახალ ტარიფებს დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპი ტარიფების საკითხს განიხილავს, რომელიც შესაძლოა რამდენიმე გამონაკლისს ითვალისწინებდეს.

თუმცა, მისი თქმით, ნებისმიერი გამონაკლისი „ძალიან შეზღუდული და იშვიათი ხასიათის“ იქნება.

წყაროებმა განაცხადეს, რომ ტარიფების საბოლოო განაკვეთის შესახებ დეტალები არ აქვთ, თუმცა აღნიშნეს, რომ ტრამპი მუდმივად აცხადებდა, რომ 1-ლი მარტიდან 25%-იან ტარიფს დააწესებდა ორივე ქვეყნიდან იმპორტზე.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати