აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი პაპის გამოცხადებას ეხმაურება.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, დიდი პატივია, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია.
„ვულოცავთ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოსტს, რომელიც ახლახან დასახელდა რომის პაპად. დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია. რა ამაღელვებელი და რა დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველი პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი!“, - წერს ტრამპი.
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.