USD 2.7075
EUR 3.1402
RUB 3.3462
თბილისი
ტრამპი - თუ BRICS-ის ქვეყნები უარს იტყვიან აშშ დოლარზე, 100%-იანი ტარიფები დაემუქრებათ და აშშ-ის შესანიშნავ ბაზართან დამშვიდობება მოუწევთ
თარიღი:  804

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი BRICS-ის ქვეყნებს 100 პროცენტიანი ტარიფების დაწესებით ემუქრება, თუ ისინი უარს იტყვიან აშშ დოლარზე, როგორც საერთაშორისო გადახდის საშუალებაზე.

„იდეა, რომ BRICS-ის ქვეყნები შეეცდებიან დოლარზე უარი თქვან სანამ ჩვენ განზე ვდგავართ და ვუყურებთ, დასრულდა. ვითხოვთ ამ ქვეყნებისგან ვალდებულებას, რომ არც BRICS-ის ახალი ვალუტა შექმნან და არც სხვა ვალუტით ჩაანაცვლონ აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში 100%-იანი ტარიფები დაემუქრებათ და უნდა ელოდონ, დაემშვიდობონ აშშ-ის შესანიშნავ ბაზარზე გაყიდვას“, - წერს ტრამპი საკუთარ ონლაინ-პლატფორმა Truth Social-ზე.

მისი თქმით, არ არსებობს შანსი, რომ BRICS-მა ჩაანაცვლოს აშშ დოლარი საერთაშორისო ვაჭრობაში და რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას შეეცდება, ამერიკას უნდა დაემშვიდობოს.

ცნობისთვის, BRICS ჯგუფში თავდაპირველად შედიოდა ხუთი ქვეყანა: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. 2024 წლის დასაწყისში მათ შეუერთდნენ ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ გააკრიტიკა ამერიკული ვალუტის დომინირება და განაცხადა, რომ აპირებენ შექმნან დამოუკიდებელი გადახდის და ანგარიშსწორების სისტემა BRICS-ის ფარგლებში.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის