USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ტორინო 0:4 ნაპოლი. ხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა
Date:  1039

სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ „ტორინო“ გასვლაზე 4:0 გაანადგურა და ჩემპიონობისკენ მორიგი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა.

 

ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი აქვს ხვიჩა კვარაცხელიას, გოლით, საგოლე პასით და მოპოვებული პენალტით. თუმცა, მანამდე „ნაპოლი“ მეცხრე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა თავური დარტყმით დააწინაურა. 35-ე წუთზე ხვიჩამ საჯარიმოში იაქტიურა და პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე გოლად აქცია. ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში კვარამ ქუსლით ჩასაწოდებელ პოზიციაზე მატიას ოლივერა დატოვა, რომლის პასით ოსიმენმა დუბლი შეასრულა. 68-ე წუთზე ოსიმენმა მეტოქეს ბურთი წაართვა, კვარაცხელია გაიყვანა კარგ პოზიციაში, მაგრამ ქართველმა არ დაარტყა, პასი ტანგი ნდომბელეს გაუკეთა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (4:0), ხოლო ხვიჩას მონაგარს საგოლე პასი დაემატა.

ხვიჩა კვარაცხელია დიეგოსა და 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტოპლიგაში (ბუნდესლიგა, პრემიერლიგა, ლა ლიგა, სერია A, ლიგა 1) ჩატარებულ სადებიუტო სეზონში მინიმუმ 10 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა.

 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way