USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ტოპ 4 ლეგენდარული ეპიკური პოემა, კაცობრიობის ისტორიაში
თარიღი:  2672
1) გილგამეშის ეპოსი:
უძველესი ცნობილი პოემა, რომლის წარმოშობის ასაკი დაახლოებით 4500 წელია, შეიქმნა ურუქის მეფის გილგამეშისა და მისი მეგობრის ენქიდუს შესახებ. პოემაში მეგობრის სიკვდილით დამწუხრებული გილგამეში უკვდავებას ეძებს.
პოემა წერილობითი სახით შემორჩა აქადური დამწერლობით, რომელიც დაიწერა დაახლოებით 4000 წლის წინ.
2) ილიადა:
დასავლური სამყაროს უძველესი პოემა, რომელიც ეხება ბერძნების ომს ტროასთან, რომელსაც წინ უძღოდა ტროას პრინცის პარისის მიერ, ელენეს გატაცება. ილიადაში გამახვილებულია ყურადღება პერსონაჟების შესახებ და პოემა მოგვითხრობს ომის ბოლო დღეების ამბებს.
პოემა ძვ.წ. მე-8 საუკუნეში დაიწერა, ჰომეროსის მიერ.
3) ოდისეა:
დასავლური სამყაროს ერთ-ერთი უძველესი პოემა, რომელიც მოთხრობილია პოემის გმირის - ოდისევსის შესახებ. იგი პოემაში აჯობებს ციკლოპ პოლიფემოსს და ტროადან ითაკაში ხიფათიანი გზის გავლის შემდეგ, ბრუნდება სახლში თავის ცოლთან პენელოპესთან ერთად.
პოემა დაიწერა ძვ.წ. მე-8 საუკუნეში, ჰომეროსის მიერ.
4) არგონავტიკა:
ანტიკური ბერძნული პოემა, რომელიც მოგვითხრობს არგონავტების მოგზაურობის შესახებ კოლხეთში, თებესა და ტროაში. პოემაში მოთხრობილია იასონის სწრაფვა ოქროს საწმისის პოვნისთვის და მეუღლესთან - მედეასთან რთული ურთიერთობა.
არგონავტიკა დაიწერა აპოლონიუს როდოსელის მიერ ძვ.წ. მე-3 საუკუნეში, რომელიც ავტორმა გადაწერა ძველი პოემების მიხედვით და შექმნა საკუთარი ვერსია.
თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის