USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
თბილისი
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დარიცხული ქულების განაღდებით, ფერმერებმა 14,8 მლნ ლარის ღირებულების თხილის ბაღების მოვლის საშუალებები შეიძინეს
თარიღი:  672
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 14,8 მლნ ლარის ღირებულების თხილის ბაღების მოვლის საშუალებები შეიძინეს
 
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დარიცხული ქულების განაღდების პროცესის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.
 
 მინისტრი აგრომაღაზიაში იმყოფებოდა, სადაც ფერმერები დარიცხული ქულებით საჭირო შესაწამლ საშუალებებს იძენდნენ. ფერმერებთან საუბრის დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა უკეთესად მოვლილ ბაღებს, ხარისხიან მოსავალს და მეტ შემოსავალს უზრუნველყოფს.
 
 „თხილი სამეგრელოს მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. სახელმწიფო ყოველთვის გვერდში უდგას ფერმერებს; ერთობლივი ძალისხმევით, ვფიქრობ, რომ წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვექნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
 
 მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად , თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა. პროგრამით, რომლითაც ჯამში, 90 ათასზე მეტი ფერმერი ისარგებლებს, 44 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებები განხორციელდება.
 
 პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით - 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით.
 
 ამ ეტაპზე, მეთხილე ფერმერებმა 14,8 მლნ ლარის ღირებულების თხილის ბაღების მოვლის საშუალებები შეიძინეს. დარიცხული ქულების რაოდენობა 21,5 მლნ ლარს აღემატება. პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. საქართველოს მასშტაბით მოქმედ 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტოა.
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის