თუ ბოლო დღეების ტენდენციას გავითვალისწინებთ, სახეზეა სტაბილიზაცია ახალი შემთხვევების რაოდენობის და შესაბამისად, აქტიური კოვიდავადმყოფების რაოდენობის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ იყო 5-6 ათასი და მეტიც ინფიცირებული, ბოლო ორი დღეა დაახლოებით 4 ათასის ფარგლებშია.
„თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ეს მდგომარეობა და ამის შენარჩუნების გზა ჩვენს ხელშია, მოსახლეობის ხელშია, დავიცვათ რეგულაციები, რომელიც არის და რომელიც დაემატა ბოლო დღეებში. თუ ჩვენ ამ რეგულაციებს დავიცავთ და შევძლებთ, რომ მივეჩვიოთ პირბადის ტარებას, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კლების ტენდენცია იქნება სტაბილური“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა თუ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მათაც ვერ შეძლეს ამის თავიდან აცილება, „მეტიც, აშშ-ს ერთ მილიონ მოსახლეზე უფრო მეტი გარდაცვლილი ჰყავს, ვიდრე საქართველოს“.
„70 და უფრო მეტი გარდაცვლილი საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ბევრია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე გვაქვს უმძიმეს გამოწვევასთან, პანდემიასთან, რომელმაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობა დააზიანა. 4.5 მილიონზე მეტი გარდაცვლილია მსოფლიოში. ეს ნაკლები შეღავათია ჩვენთვის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება მსოფლიოში.
გარდაცვალების პიკი როგორც წესი, ჩამორჩება ახალი შემთხვევების მატების პიკს ორი - სამი კვირით, სრულიად გასაგები მიზეზების გამო. დღეს გვაქვს ჩვენ ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება, როცა იყო 6-7 ათასი შემთხვევა. ბუნებრივია ახლად დაინფიცირებული პაციენტების გარდაცვალება იმ დღესვე ან მეორე დღეს, ან თუნდაც ერთი კვირის მერე კი არ ხდებოდა, არამედ 2-3 კვირის მერე. ეს პროგნოზირებადი ფაქტია, როცა გვაქვს ახალი შემთხვევების პიკი, გარდაცვალების პიკს უნდა ველოდოთ 2-3 კვირაში და ვფიქრობ, რომ ახლა არის სწორედ ეს პიკი. როცა დაიწყება ახალი შემთხვევების კლება, ამას მოჰყვება 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალების კლება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ დიღმის საველე ჰოსპიტალი დაიხურა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში კლინიკური სექტორზე წნეხი შედარებით შემცირდა, თუმცა ეს შემცირება ჯერჯერობით უმნიშვნელოა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ეპიდსიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა ქვეყანაში. შემცირდა ახლად ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, შემცირდა აქტიური კოვიდავადმყოფების რაოდენობა და შესაბამისად შემცირდა წნეხი კლინიკურ სექტორზე, თუმცა ეს ჯერ უმნიშვნელო შემცირებაა. მაინც უზარმაზარი წნეხია. საველე ჰოსპიტლების დანიშნულება სწორედ ის არის, რომ ისინი ერთგვარი სარეზერვო ფონდია. თუ კლინიკაში მობილიზებული საწოლები საკმარისია სტაციონარული დახმარების საჭიროების მქონე პაციენტების მისაღებად, მაშინ, ბუნებრივია, საველე ჰოსპიტლები განიტვირთება. ის იტვირთება მხოლოდ მაშინ, როცა ამოიწურება კლინიკების საწოლფონდის შესაძლებლობები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი ბოლო გადაწყვეტილებებით ჩქარობს, რომ უკრაინის პოზიციები შეძლებისდაგვარად განამტკიცოს, სანამ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის უფლებამოსილებას ოფიციალურად მიიღებს და კიევს და მოსკოვს სამშვიდობო მოლაპარაკებისაკენ უბიძგებს“, - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ჯო ბაიდენი ჩქარობს უკრაინის პოზიციები განამტკიცოს, სანამ დონალდ ტრამპი თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებას შეუდგება“ (ავტორები - იასმინ აბუთალიბი, მაიკლ ბირნბაუმი და ელენ ფრენსისი).
გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
ჯო ბაიდენმა თავისი ადრინდელი პოზიცია შეცვალა და ნება დართო პენტაგონს უკრაინას ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებია მიაწოდოს, რათა კიევის პოზიციები განამტკიცოს. უფრო ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას უფლება მისცა ამერიკული რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად - იმ მიზნით, რომ კიევს მაქსიმალურად ძლიერი პოზიციები ჰქონდეს იმ დროისათვის, როცა რუსეთთან სავარაუდო მოლაპარაკებას დაწყებს“.
აშშ-ის ბევრი ოფიციალური პირი აღიარებს იმას, რომ რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინამ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს ომის შეწყვეტის თაობაზე და რომ კიევი, ალბათ, იძულებული გახდება ტერიტორიული დათმობების საკითხიც განიხილოს.
ჯო ბაიდენის სწრაფვამ - რაც შეიძლება მეტად გაუწიოს დახმარება უკრაინას თავისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის წინ - განაახლა ის დისკუსიები, რომლებიც გარკვეულ ამერიკულ და ევროპულ წრეებში მიმდინარეობდა: „რატომ არ გაეწია კიევს დახმარება უფრო ადრე, როცა მისი მდგომარეობა შედარებით უკეთესი იყო და როცა უკრაინას მეტ წარმატებას მოუტანდა?“
როგორც აშშ-ის ყოფილი სპეცწარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი ამბობს, პოზიციის ცვლილება „დიდი ხანია მომწიფებულია“ და რომ ბაიდენს შეეძლო თანამედროვე ძლიერი იარაღი უკრაინისათვის თავის დროზე მიეცა, რათა რუსეთი არ გათამამებულიყო: „კრემლმა თავის დაუსჯელად იგრძნო... რუსებმა კარგად იციან, რომ ჩვენ, დასავლელებს, ესკალაცია არ გვსურს და ამიტომ ისინი სიტუაციით სარგებლობენ - დარტყმებს აგრძელებენ და აღმაშფოთებლად იქცევიან“.
თეთრი სახლის ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ნაკარნახევია ბრძოლის ველზე შეცვლილი პირობებით და რომ სინამდვილეში პრეზიდენტმა უკრაინას უამრავი იარაღი მიაწოდა - ხშირად კიევის ლობირების გარეშეც.
ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებამ კიევისათვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გადაცემის შესახებ თვალნათლივ აჩვენა ის, თუ რამდენად მწვავედ აფასებს და გადაუდებლად თვლის შექმნილ სიტუაციას თეთრი სახლი.
ომის განმავლობაში ჯო ბაიდენი შიშით ფიქრობდა, რომ თუ ამერიკა უკრაინის მიმართ დახმარებას გააფართოვებდა, მაშინ ვლადიმერ პუტინი სიტუაციის ესკალაციას მოახდენდა და ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, ან ქიმიურს და ბიოლოგიურს. ამ საკითხის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა.
„უეჭველია, ყოველ მნიშვნელოვან საკითხში, რომელიც უკრაინისათვის ჯერ შორი მოქმედების რაკეტების ATACMS-ებისა და ავიაგამანადგურებელ F-16-ების გადაცემას, შემდეგ კი ამ რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის უფლების მიცემას ეხებოდა, ჯო ბაიდენი მარტო იყო. მას არ სურდა ომის ესკალაცია გამოეწვია. მისი ხედვა ცივი ომის დროიდან იყო ჩამოყალიბებული, რომლის მიხედვით, ერთადერთი, რაც არ უნდა მოხდეს, ესაა აშშ-სა და რუსეთის პირდაპირი კონფრონტაცია“, - ამბობს ივო დაალდერი აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში.
მაგრამ ჯო ბაიდენის შიშების მიზეზი იყო ამერიკული სპეცსამსახურების მიერ პრეზიდენტისთვის მიწოდებული ცნობები. როგორც თეთრი სახლის ანონიმი თანამშრომლები ამბობენ, ანალიტიკოსები თვლიდნენ, რომ თუ უკრაინა ამერიკულ ძლიერ რაკეტებს გამოიყენებდა, მაშინ ვლადიმერ პუტინიც ადექვატურ პასუხს გასცემდა. საბოლოოდ, ჯო ბაიდენი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა ამერიკული რაკეტებით სარგებლობას, როცა კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცევის თავმოყრის ამბები გაიგო.
უფრო ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს შტაბ-ბინაში ყოფნისას ბრიუსელში ვაშინგტონის ცენტრალური გზავნილი ჩაიტანა: „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის მდგომარეობის განსამტკიცებლად, სანამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება. და თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ“.
წყარო: https://www.washingtonpost.com/politics/2024/11/26/biden-ukraine-missiles-land-mines-negotiations/