USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
თბილისი
თენგიზ ცერცვაძე - პრემიერმა პირდაპირი მართვა აიღო საკუთარ ხელში
თარიღი:  1833

პრემიერმა აიღო პირდაპირი მართვა საკუთარ ხელში. მოდი, ასე დავარქვათ – მან აიღო პირდაპირი სამთავრობო მმართველობა, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური. სულ სხვა დონეზე ავიდა საპასუხო ღონისძიებების გატარების როგორც დაგეგმვა, ისე განხორციელება და შედეგი სახეზეა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ინფექციურ საავადმყოფოში პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძისა და მედპერსონალთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ბევრი ქვეყანა არის საქართველოზე გაცილებით უარეს პირობებში.

„საპასუხო ზომები იყო საკმარისი და ეფექტური, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ატარებდნენ, როგორც კი დაიწყო შემთხვევების მატება ჩვენთან. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. პრემიერმა აიღო პირდაპირი მართვა თავის ხელში. მოდი, ასე დავარქვათ – მან აიღო პირდაპირი სამთავრობო მმართველობა, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური. სულ სხვა დონეზე ავიდა საპასუხო ღონისძიებების გატარების როგორც დაგეგმვა, ისე განხორციელება და შედეგი სახეზეა“, განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ოთხი წამყვანი ჰოსპიტალის – რესპუბლიკური საავადმყოფოს, საუნივერსიტეტო კლინიკის, გორის ჰოსპიტალისა და ბოჭორიშვილის კლინიკის უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისთვის გამოყოფა და  კლინიკური მართვის ერთიანი სისტემის დაწესება, ძალიან დროული და სწორი იყო.

„კერძოდ, ბევრი გამოთქვამდა გარკვეულ ეჭვს, რამდენად მზად იყოს ჩვენი ქვეყანა, ჰოსპიტალური სექტორი. პირველი, რაც გააკეთა ბატონმა პრემიერმა, საგანგებო თათბირზე, მინისტრთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ, გააკეთა განცხადება, რომ გამოიყო სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ოთხი წამყვანი ჰოსპიტალი, რესპუბლიკური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, გორის ჰოსპიტალი და ნაწილობრივ ბოჭორიშვილის კლინიკა. ამ ოთხ ჰოსპიტალს აქვს 440 საწოლის რესურსი, რაც დღეისთვის საკმარისზე მეტია. კონკრეტულად ითქვა, რამდენი სუნთქვის აპარატი აქვს ოთხ დაწესებულებას, რომ სამედიცინო პერსონალმა გაიარა მომზადება და მთლიანად ეკიპირებულია და რაც მთავარია, მთიანად დაცლილია. ამაში ეპარებოდათ ეჭვი ჩვენს ოპონენტებს, რომ  ამბობთ,  მზად ხართ მისაღებად, მაგრამ როგორ ხართ მზად, როდესაც ყველა კლინიკა სავსეა ავადმყოფებით? ეს ოთხი ჰოსპიტალი მთლიანად დაცლილია სხვა ავადმყოფებისგან და ეს არის იდეალურად მომზადებული სამედიცინო დაწესებულება კორონავირუსით დაავადებულთა მისაღებად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ღონისძიებები შიდა გადაცემის პრევენციის მიმართულებით.

„სამარშრუტო ტაქსების მიმოსვლის დროებით შეჩერება, ბარები, რესტორნები და სხვა. ეს ღონისძიებები იმდენად მნიშვნელოვანი იყო  და იმდენად ეფექტურად იყო მის მიერ ფორმულირებული და გახმოვანებული, რომ ყველა ოპონენტმა, ვინც აკრიტიკებდა საპასუხო ღონისძიებებს, შეწყვიტა საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო კრიტიკა. ყველა ამბობს, რომ კი, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ზომები ეფექტური, საკმარისი და ადეკვატური“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.