USD 3.0967
EUR 3.4931
RUB 4.1048
თბილისი
თენგიზ ცერვაძე - ეპიდვითარება არის ძალიან შემაშფოთებელი. პირდაპირ ვიტყვი, რომ საგანგაშოა
თარიღი : 10.21.2021 10:13  172

თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერვაძის პროგნოზით, ინფიცირების არსებული ტემპიდან გამომდინარე, შესაძლოა, კლინიკური სექტორი გადაიტვირთოს. 

მისივე შეფასებით, ნარჩუნდება გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი, ხოლო პირბადის გამოყენებისა და ვაქცინაციის სტატისტიკა კატასტროფულად დაბალია.

„ეპიდვითარება არის ძალიან შემაშფოთებელი. პირდაპირ ვიტყვი, რომ საგანგაშოა. 5 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღე, ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და ძალიან დაბალია პირბადეების გამოყენების პროცენტი. ამაზე უფრო ცუდ მოცემულობას, იმისთვის რომ მეხუთე ტალღა იყოს ძალიან მძიმე, ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს. ჯერჯერობით ამ რაოდენობის ავადმყოფებისთვის გარდაცვალების ძალიან დაბალ რიცხვს ვინარჩუნებთ. ასეთი ტემპით რომ გაიზარდოს ავადმყოფების რაოდენობა, უსაზღვრო არაფერია და რაღაც მომენტში, შესაძლოა კლინიკური სექტორიც დადგეს ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ბიზნესი
ვირების ფერმა „სახედარი"- მოთხოვნა გაიზარდა, ექიმები პირდაპირ უნიშნავენ პაციენტებს ვირის რძეს

ბოლო პერიოდში საქართველოში ვირის რძეზე მოთხოვნა 40%-ით გაიზარდა, - საკითხზე ვირების ფერმა „სახედარის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, თემურ ლომიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, რეალიზაციის გაზრდილი მაჩვენებლების პარალელურად, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებიც შეიცვალა და „სახედარი“ დღეს არსებული ხარჯის გასტუმრებას არსებული შემოსავლებით ახერხებს.

რაც შეეხება წარმოებას, როგორც თემურ ლომიძემ განმარტა, ფერმაში საშუალოდ, თვში 130 ლიტრი რძე იწარმოება.

“გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, 1 ლიტრი რძის ფასი არ გაგვიზრდია, რადგან არ გვინდა ადგილობრივებისთვის ეს მიუწვდომელი პროდუქტი იყოს. მოთხოვნისა და რეალიზაციის ზრდის შესაბამისად, კომპანია დღეს არსებული შემოსავლით ხარჯების დაფარვას ახერხებს. ჯერ მოგებაზე არ გავსულვართ, თუმცა ფინანსური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესდა“, - აცხადებს თემურ ლომიძე და დასძენს, რომ საქართველოში ვირის რძის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ვირის რძის პროდუქტის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნაც. ძალიან ბევრი ექიმი პაციენტებს ვირის რძეს, მისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, პოსტ-კოვიდურ პერიოდში პირდაპირ უნიშნავს“, - განაცხადა მან.

ვირების ფერმა „სახედარი“ ადგილობრივი ბაზრის გარდა, ვირის რძეს და მისგან ნაწარმოებ რძის ფხვნილს, ასევე კოსმეტიკურ პროდუქტებს - ტუჩსაცხს, სახის საცხსა და საპონს აშშ-ში ყიდის და მომავალში საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზეც მუშაობს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით ხელისუფლება კარგად მართავს კოვიდ სიტუაციას თუ არა?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.