USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
თბილისი
თელავის მერია 2024 წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
თარიღი:  759

თელავის მერია 2024 წელს თელავის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2024 წელს, ქალაქ თელავში 34 ქუჩის, 57 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს, მუნიციპალიტეტის სოფლებში კი 15 შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

„2024 წელი, თელავის მუნიციპალიტეტში გამორჩეული იყო სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების სიმრავლითა და მასშტაბურობით.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჯამში 16 კილომეტრზე მეტი სიგრძის საპროექტო მონაკვეთის რეაბილიტაციისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებიდან 15 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

აღსანიშნავია, რომ ასფალტის საფარის შეცვლისა და გზის საავტომობილო ნაწილის მოწესრიგებასთან ერთად, თითქმის ყველა მისამართზე, ეწყობა ტროტუარები, ბორდიურები, სანიაღვრე სისტემადა იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.

თელავში 6 ქუჩაზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც 2025 წლის დასაწყისში დასრულდება.

მუნიციპალიტეტში გაიხსნა 180 აღსაზრდელზე გათვლილი ახალაშენებული და სრულად რეაბილიტირებული 2 საბავშვო ბაღი. სამუშაოები მიმდინარეობს დამატებით 4 ბაღში, რომლებიც ფუნქციონირებას 2025 წელს დაიწყებს.

2024 წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის 19 პროგრამით 7 468 მოქალაქემ ისარგებლა. აღნიშნული პროგრამების ბენეფიციართა დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 795 100 ლარი გამოიყო.

-მუნიციპალურ ტრანსპორტს სოფლების მიმართულებით 3 ახალი მარშრუტი დაემატა: თელავი-იყალთო-თელავი; თელავი-აკურა-თელავი; თელავი-ფშაველი-თელავი. მგზავრობის ღირებულება, მანძილის მიუხედავად, 1 ლარს შეადგენს და მოქალაქეთა კონკრეტული ჯგუფები შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობენ.

-თელავში გაიხსნა რეაბილიტირებული ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთის მოედანი, ჭიდაობის სპორტული სკოლის დარბაზი, რაც მუნიციპალიტეტში სპორტული სახეობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან ერთად, ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობია.

წელსვე გაიხსნა ახალი სარეკრეაციო სივრცე თელავში - „მშვიდობის პარკი“, რომელიც უამრავ გასართობ და მოსასვენებელ სივრცესთან ერთად, რეგიონში პირველ სკეიტ პარკს მოიცავს.

სასმელი წყლის გამართული და უწყვეტი მომარაგებისათვის, სოფლებში ჭაბურღილებისა და სათავე ნაგებობების მოწყობისათვის, წყლის სისტემების მოწესრიგება-რეაბილიტაცია, ექსპლუატაციისთვის, 2024 წელს, 4 573 778 ლარი გამოიყო.

ეს იმ მნიშვნელოვანი პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიამ 2024 წელს განახორციელა. ამ და სხვა პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია, იხილეთ თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის 2024 წლის შემაჯამებელ ანგარიშში.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისი
გლდანის რაიონშის მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულა.
 
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების, შენობა-ნაგებობისა და ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, მათ ნაცვლად კი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
 
მოსახლეობისთვის გაკეთდა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე დაიდგა ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სკვერში განთავსდა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაც.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 368 704 ლარი დაიხარჯა.
 
ამასთან, მომავალ წელს დაგეგმილია მეორე ეტაპის განხორციელება, რომლის ფარგლებში, მე-3ბ კორპუსის მიმდებარედ უკანონო შემოღობვები მოიხსნება და 4000 კვ.მეტრამდე სივრცე სრულად მოწესრიგდება.
 
დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.