USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
თელავის აეროპორტის კონცეპტ-დიზაინის პროექტირების კონკურსში კომპანია შპს ,,ხმალაძე არქიტექტორებმა’’ გაიმარჯვა.
თარიღი:  1074

კონკურსში 13 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან ჟიურიმ საუკეთესო კონცეპტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა. 

კომპანია ,,ხმალაძე არქიტექტორებმა" თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინა. მათ შორის შენობების ექსტერიერის დიზაინი სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცითი დაგეგმარება; შენობების ინტერიერის სქემატური დიზაინი და ლანდშაფტის რენდერები.

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის