USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
"თელასის" გაფრთხილება - ქუჩები რომელთაც 9 ოქტომბერს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  666

ქსელში გადართვების გამო 9 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III, IV  მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ლეო და ნოდარ გაბუნიების, ავთო ვარაზის, მელიტონ ქანთარიას, შალვა ნუცუბიძის, ამბერკი ტაბიძის, ფერმწერთა, ალექსანდრე ბანძელაძის, პაატა დათუაშვილის და კონსტანტინე კაპანელის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სათემოს, გოლოვნის, კვალეთის, სამრეკლოს, შაქრიანის, ბეღლეთის, კიკეთის, საინგილოს, ბეთანიის, გუმბრის, სამხედროს, ნაქერალის, გედევანიშვილის, ნიაბის, ბზიფის, ჟონეთის, კაიშაურის, განთიადის, დომინიკა ერისთავის, თეძამის, რაზიკაშვილის, გალავნის, კვესეთის, საინგილოს, ახალუბნის, რუისპირის, ფშავის, ოძისის და სომხეთის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის