USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
"თელასის" გაფრთხილება - ქუჩები რომელთაც 4 ოქტომბერს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  914

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 4 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების,  ფონიჭალის III  მიკრორაიონის, ზემო ფონიჭალის დასახლების, სურგულაძის,  ჟორდანიას, ნიქაბაძის, თელეთის, ბერუაშვილის, ღოღობერიძის, ლომინაძის, კაპანაძეების, გეგეჭკორის, კოსტავას და დავითაიას ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის, პურის მოედნის, ლერმონტოვის, აბო თბილელის, ჯიბლაძის, ჩიხლაძის, აბესაძის, ალახვერდოვის და ახოსპირელის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ვარკეთილის III მიკრორაიონის IV კვარტლის და   ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების II მიკრორაიონის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), დოდაშვილის მოედნის, აბრამიშვილის, ლერწმის, საექიმოს, ლობჟანიძის, ბოგდან ხმელნიცკის,  ჩოლოყაშვილის, მალხაზის, მანავის, ჰოსპიტლის, ჰოლბრუკის, რთველაძის, ბოლნისის, ჩკალოვის, ამილახვარის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას. 

 გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის I, III კვარტლების, ბერი გაბრიელ  სალოსის  გამზირის (ნაწილობრივ), ალუბლების, სულაქველიძის, დავითაია, კვაჭანტირაძის, ბოგდან ხმელნიცკის, მშველიძის, მუსხელიშვილის, წულიკიძის, შანდორ პეტეფის, დოესის, ზურაბიშვილის, კოშკოვანის, გარეკახეთის, ცუცხვათის, ნოსირის, ლეხ კაჩინსკის, დევერის, აწყურის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ზაჰესის დასახლების, ჩიქვანაიას, მანაგაძის, სკოლის, ბიჭვინთის, რევოლუციის, ხანძთელის და ზაჰესის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირირს, ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV, V მიკრორაიონების, გაბუნიების, ავთო ვარაზის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის და მეფე მირიანის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის