USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
"თელასის" გაფრთხილება - ქუჩები რომელთაც 3 ოქტომბერს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  423

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 3 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელეთის, ქუმსიაშვილის, ბერძნის, დეკაბრისტების, ოპიზრების, საბანაძის, ცურტაველის, გრიშაშვილის, ნიშნიანიძის, წალკის, ლორთქიფანიძის და შატაიძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, გულუას, I ხეივნის და საბატონოს ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის, სოფელი წავკისის და სოფელი ტაბახმელას მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების და ვაზისუბნის I მიკრორაიონის მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორკის, ნათიშვილის, ჯავახიშვილის და ბუხაიძის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ჩალისპირების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის II ზონის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, გელოვანის გამზირის, პეტრიწის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, ჯორჯ ბალანჩინის და არზაყან (დიმიტრი) ემხვარის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 02:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანას, მისის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის,  პეტრიწის, მირიან მეფის, დემეტრე თავდადებულის, ფერაძის, ნოზაძის, კვიჭიძის, გოგიაშვილის, ენუქიძის, ოლღა სოლოღაშვილის, ექვთიმე ხელაძის, მიხა ხელაშვილის, კათალიკოს აბრაჰამ პირველის, ოთხი ათასი მესხის, ვეფხისტყაოსნის, როსტევანის, მელიქ სურხავის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩალისპირების დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, კვირაცხოვლის და ვირსალაძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ჩალისპირების დასახლების, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ავთანდილის, ერედვის, ფატმანის, დავარის, ოთხი ათასი მესხის, ვეფხისტყაოსნის, პეტრიწის, თინათინის, ჭელიძის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრე იბერის, მეფე მირიანის, ასმათის, დემეტრე თავდადებულის, ტარიელის, რამაზის და ვირსალაძის ქუჩების მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, ნოდარ ბოხუას, გაბაშვილის, მიხეილ ბერძენიშვილის, გიორგი ტერევერკოს და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 02:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, ბოხუას, ჭიაურელის და ბობ უოლშის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, ჭიაურელის, მიქელაძის, პაიჭაძის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის