USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
"თელასის" გაფრთხილება - ქუჩები რომელთაც 10 ოქტომბერს დენი გაეთიშებათ
თარიღი:  441

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის და სამგორის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I, III კვარტლების, ვაზისუბნის დასახლების, მხატვრების დასახლების, ლითონკონსტუქციების დასახლების, ქეთევან  დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), კაჭარავას, კობარეთის, კაკულიას, აბრამიშვილის, პატარძეულის,  გარეკახეთის, უჯარმის, ცუცხვათის, შორაპნის, წინანდლის, დოლაბაურის, ლოსაბერიძის, ახვლედიანის, კოშკოვანის, დოესის, ზურაბიშვილის, ძეგლევის, აწყურის, ზინდისის, გელოვანის, თელავის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, შირაქის, ივერიელის, ლეხ კაჩინსკის, ღლონტის, ვიქტორ კუპრაძის, ალექსანდრე წულუკიძის, დავითაიას, კვაჭანტირაძის, ალუბლების, ზურაბ პატარიძის, სულაქველიძის, მშველიძის, უტიაშვილის, შანდორ პეტეფის, მუსხელიშვილის, ხელოვანთა, აშოტ კურაპალატის, წყალსადენის, როინაშვილის, კვიპაროსის, მარშალ იოზეფ პილსუდსკის, ყაუხჩიშვილების, თამარ ღვალაძის, ჯუმბერ ლეჟავას, მამისაანთუბნის, მეფრინველეთა, დეკანოზიშვილის, სომხეთის, აჩაბეთის და ქევხიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ლოჭინის დასახლების, საქნავთობის დასახლების, სამგორი-2 დასახლების, სადგური ლილოს, იუმაშევის, ჭირნახულის, კობახიძის, ეკოკიშვილის და ღლონტის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვარკეთილის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ალუბლების და სულაქველიძის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თხინვალას, სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ამბერკი  ტაბიძის, ზაალიშვილის, ავთო ვარაზის, ფერმწერთა და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის  გზატკეცილის, სოფელი თელეთის, სოფელი ფონიჭალას, ჩოლოყაშვილის მოედნის, ნიშნიანიძის და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ნიშნიანიძის, თელეთის, შავნაბადას, მუხათის, იალღუჯის, ცურტაველის, ხუციშვილის, ალგეთის, ქუმსიაშვილის და მერჩულეს ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ორპირის, ბეთლემის, სალმის, სამღებროს, გომის, საადის და აჯიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, მოსულიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის