USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 4 მაისს?
თარიღი:  184

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 4 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკორაიონის, ჯავახეთისმელიქიშვილის და კუპრაძის ქუჩების ოსახლეობას.     

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი  ფონიჭალას (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), პირველი  ხეივნის, მეორე ხეივნის,  დიდი  ხეივნის, ხეივნის, გულუას, საბატონოს, ბაჟანის, ნიკოლაძის, აბრამიშვილის, გორგასლის,  სადგურისმტკვრის, უსახელოურის,  ჩოლოყაშვილის, არტურ ლაისტის, ბადაგის, კოტე აფხაზისი, უორდროპის, მეგობრობის, წითლანიძის, გულიას, გრიშაშვილის, შავნაბადას, სირაძის, აჰმედ ჯავადის, ორთაჭალის, საბატონოს, ახალი რეხის, კრწანისის და შავიშვილის ქუჩების ოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, თმოგვის, ილურიძის, ქსოვრელის, სვერის, ლომთათიძის, ღოღობერიძის, კნოლევის, ზედაზენის, მუხრანის, ქართლის, ილორის, კოკინაკის, ჯავის, იმერეთის, დიდი ჯიხაიშის, დაისის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ჭყონდიდელის, წიწამურის, ჭილაიას, ზესტაფონის, ტრიკოტაჟის, ხვინგიას, ნათაძის, ინდუსტრიის, ბაგინეთის, წინანაურის, ქუთათერლაძის, ბენდელიანის, ნინუას და ჭიჭინაძის ქუჩების სახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი  გიორგიწმინდას, სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VI, VIII მიკრორაიონების, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ხეივნის, ხოჭის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვეკუას, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, მირაქიშვილის, ბერთუბნის, ჯაბიძის, დრანდის, კალანდაძის, ფარსმანის, ხევისპირის და მებაღიშვილის ქუჩების ოსახლეობას.   

   

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის